logo
ENG



ოხანაშვილი ფილმის პრემიერაზე:ყველა პირის გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ

08 ნოე 201910:57
3 წუთის საკითხავი
 
614cil33teckt75.png

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის დაანონსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ კი ვინმე კანონის ფარგლების მიღმა გავა, შესაბამისი უწყება რეაგირებას მოხდენს. ოხანაშვილის განცხადებით, ყველა პირის გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული.

"კონკრეტული პირის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, შეესაბამება თუ არა ეს კონკრეტული კომენტარი რაიმე სახის სამართლებრივ რეაგირებას, ამას წყვეტს კონკრეტული საგამოძიებო ორგანო. პოლიტიკური შეფასება რომ გავაკეთო, სწორი არ იქნება. თუ კი ვინმე გაბედავს და კანონის ფარგლებს მიღმა გავა, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი უწყება მოახდენს ამაზე სამართლებრივ რეაგირებას. მუქარის ენით საუბარს, რა თქმა უნდა, არავინ დატოვებს რეაგირების მიღმა თუ კი ეს იქნება გამოხატული კანონდარღვევაში, სადაც იქნება კანონის შესაბამისად ჩარევა და რეაგირება საჭირო. აქედან გამომდინარე შეფასება, კონკრეტული პირის კომენტარი ექვემდებარება თუ არა რაიმე კვალიფიკაციას, ეს კონკრეტული უწყების შეფასების საგანია. თუ კი კანონი საფუძველზე იქნება ამის საჭიროება, რეაგირება მოხდება. ყველა პირის გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ. განუხრელად შეხედულებებისა და დამოკიდებულებისა ამა თუ საკითხისადმი. თუმცა, როგორც კი ვინმე ეცდება, რომ კანონის ფარგლებიდან გავიდეს, ამ ყველაფერს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება. როგორც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, ის მომხრეებთან ერთად არ დაუშვებს ფილმის ჩვენებას და საჭიროების შემთხვევაში პოლიციის კორდონსაც გაწევენ გვერდით და დაიკავებენ კინოდარბაზს. ფილმთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც, სადაც ნათქვამია, რომ მათთვის ფილმის ჩვენება მიუღებელია. 

ამავდროულად განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას. კინოთეატრში ფილმის წინა სეანსი, უსაფრთხოების მიზნით გააუქმეს. ფილმის მიმდინარეობისას არსებული ვითარების მონიტორინგს გეგმავს „თბილისი პრაიდიც."


close დახურვა