logo
ENG



ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი ხულიგნობასა და მუქარაზე წარუდგინეს

18 იან 202019:10
3 წუთის საკითხავი
 
jezqjlyzfvxx108.jpg

ანრი ოხანაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი დაუმძიმდა.

გამოძიება მას უკვე ორი მუხლით ედავება. ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულიხმობს ხულიგნობას, რომელიც გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ჩადენილია ძალადობის მუქარით. ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა ასევე სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და მუქარას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ.

რობაქიძე ახალი ბრალით მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და რობაქიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ბაკურიანში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა. დაკავებულს 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

 


close დახურვა