პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.