საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაცია „ფორმულას“ საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.
დავით ცინარიძეს ბრალი 2020 წლის 29 აპრილს წაუყენეს. ყოფილი მაღალჩინოსანი მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 27 აპრილს ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.
30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.