დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს თავი შეიკავონ თავშეყრისგან და კონტაქტისგან, მათ შორის ეკლესიებში სიარულისგან.
"ჩვენ ვრჩებით ერთ პოზიციაზე - რაც უფრო ნაკლები ადამიანების კონტაქტი გვექნება, უკეთესია. ეს ეხება ეკლესიასაც, სამეგობრო წრეებსაც და დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც. ძირითადი შემთხვევები სწორედ ოჯახური კლასტერები გვაქვს და სამეგორბროში გავრცელებული დაავადებაა. აქედან გამომდინარე ყველას მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისკენ. არც ოჯახებში, არც სამეგობროში და არც ეკლესიებში შეკრების დროა",-განაცხადა იმნაძემ.