"ეს რეალობას არ შეესაბამება",-ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოსაზრებას, რომ მოქალაქეების ნაწილმა დაავადება ნოემბერ-დეკემბერში გადაიტანა ისე, რომ მათ Covid-19-ის შესახებ არ იცოდნენ. შეკითხვა იმნაძეს ტელეკომპანია "ფორმულამ" დაუსვა.
"მსგავსი სიმტომები, ტემებერატურა, ხველა და ა.შ. ეს ზოგადად, ნოემბერში დაიწყო გრიპისა და მისი მაგვარი დააავადებების სეზონი. საუბარია სხვადასხვა ტიპის ვირუსსზე, მათ შორის ჩვეულბრივ კორონავირუსსზეც და არა მის ახალ ტიპზე. ვიღაცას შეიძლება მოჩვენოს, რომ ჰქონდა ახალი ტიპის კორომავირუსი, მაგრამ ეს რეალობას არ შეესაბამება",-განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში სააკორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.