logo
ENG



პაატა იმნაძე: რესტორნებში მოინიშნება ადგილები და იქ განათავსებენ მაგიდებს

28 მაი 202018:27
3 წუთის საკითხავი
 
d1kjkezxj0rm1my.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რომელთა გათვალისწინებაც, ღამის კლუბებისა და რესტორნებისთვის სავალდებულო იქნება.

იმნაძის განცხადებით, ასეთი ტიპის დაწესებულებებში მოხდება ადგილების მონიშვნა, როგორც მაგ. ეკლესიაში მოხდა და მხოლოდ იქ განთავსდება მაგიდა.

მისივე განცხადებით, კონტროლს სახელმწიფო სამსახურები განახორციელებენ.

„რესტორნებისა და ღამის კლუბებისთვის შემუშავებულია რეკომენდაციები, თუ რა ფართობი უნდა იყოს გამოყოფილი, როგორ უნდა მოხდეს დისტანციის დაცვა, ყველა მფლობელს ექნება ვალდებულება, რომ როგორც მონიშნული იყო მაგ. ეკლესიების ეზოში ადგილები, ასე იქნება აქაც მონიშნული თუ სად უნდა იდგას მაგიდა. 

თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია შემდეგ ამის გაკონტროლება იქნება დისტანცია ნორმების მიხედვით დაცული თუ არა. თუ ვნახავთ, რომ ზედმეტი მაგიდა იქნება განთავსებული, ნუღარ შევალთ ასეთ რესტორანში.

რა თქმა უნდა, გაკონტროლდება სახელმწიფო სამსახურების მიერ, რომელ რესტორანს რამდენი მაგიდის განლაგება შეეძლება თავის ტერიტორიაზე“, - განაცხდა პაატა იმნაძემ.


close დახურვა