logo
ENG



პაატა შამუგია: ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია საეჭვოდ ჰგავს ტირანიას

16 თებ 202023:07
3 წუთის საკითხავი
 

მწერალმა პაატა შამუგიამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზე ისაუბრა.

პაატა შამუგიას შეფასებით, ქვეყანა ჩიხშია შესული. 

„კრიზისი - უფრო შერბილებული ტერმინიც კი არის იმ მდგომარეობის ასასახად, რაც ამ წუთას გვაქვს. მე მგონია, რომ ჩიხი არის, რადგან ახლა რა პოლიტიკური მოცემულობაც გვაქვს, საეჭვოდ ჰგავს ტირანიას. არაა აუცილებელი სისხლის მდინარეები იდგეს გარშემო. ის მოცემულობა, თუ როგორ ექცევიან თავად ამ ლიდერს, ამით იცნობა ტირანი უმეტესად და არა იმით, თვითონ როგორ იქცევა. ექვთიმე თაყაიშვილს შეადარეს, ილია ჭავჭავაძეს შეადარეს - სირცხვილია, მაგრამ არ რცხვენიათ, იმიტომ რომ სწორედ ასეთი მოცემულობა არის ის, რაც ტირანიას ასაზრდოებს. მუდმივად ცდილობს, რომ ყველა სფერო მიისაკუთროს, გარშემო უნდა მხოლოდ ის ხალხი, ვინც მას აღმერთებს“, - განაცხადა პაატა შამუგიამ.

შამუგიამ სხვა ავტორიტარებთან ანალოგიაც გაავლო. "მუსოლინი ფულს უხდიდა მშობლებს, თავიანთი შვილებისთვის რომ "ბენიტო" დაერქმიათ. ტირანები საეჭვოდ ჰგვანან ერთმანეთს. იმედია, ჩვენც არ დაგვავალებენ, რომ შვილებს "ბიძინა" დავარქვათ, თუმცა ამ სახელს არაფერს ვერჩი", - აღნიშნა მწერალმა.


close დახურვა