"ქართული ოცნება" მოწადინებულია, რაც შესაძლებელია, ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების გასანადგურებლად, ასევე უშვებს ყველანაირ შეცდომას უკრაინისთვის სოლიდარობის ჩვენებისა და სააკაშვილის პატიმრობის საკითხში. ეს ყველაფერი კი კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების წინ ხდება. ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, როგორ ფლანგავს საქართველო ამ შესაძლებლობას.