პაკისტანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა. ქალაქ კარაჩიში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
მაშველებმა ტრაგედიის ადგილას უკვე იპოვეს შავი ყუთები, რომლებიც სამართალდამცველებს თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დადგენაში უნდა დაეხმაროთ. ცნობილია, რომ კატასტროფას 2 მგზავრი გადაურჩა.