logo
ENG



პალესტინა ისრაელსა და აშშ-სთან ურთიერთობას წყვეტს

02 თებ 202012:20
3 წუთის საკითხავი
 

პალესტინა ისრაელთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას წყვეტს. განცხადება პალესტინური ავტონომიის ლიდერმა კაიროში, არაბული ლიგის ქვეყნების შეხვედრაზე გააკეთა.

გადაწყვეტილება ტრამპის სამშვიდობი გეგმის გახმაურებას მოჰყვა, რომლის მიხედვით, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად უნდა გამოცხადდეს, პალესტინას კი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიის მხოლოდ ნაწილი ერგება. აბასი აცხადებს, რომ მსგავს პირობაზე დათანხმებას არ აპირებს. 


close დახურვა