![2022/03/17/p0jvwpykio85zk8.jpg](/uploads_script3/articles/2022/03/17/p0jvwpykio85zk8.jpg)
პალიტრანიუსის ოპერატორის, ბექა მშვილდაძის ცემაში ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
მშვილდაძე 6 ივლისს, პარლამენტის წინ სცემეს, სადაც 5 ივლისის მოვლენების შემდეგ მდუმარე აქცია უნდა გამართულიყო.
5 ივლისს ალტ-ინფოსა და სხვა მოძალადე ჯგუფების მიერ თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დღემდე არც ერთი ორგანიზატორი არ დაუკავებია.