logo
ENG



პანდემია მსოფლიოში - როგორ ზრუნავენ ხალხზე მთავრობები სხვა ქვეყნებში

05 დეკ 202021:12
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფინანსური დახმარებები შეისწავლა და რამდენიმე მაგალითს გთავაზობთ. საუბარია იმ ფინანსურ დახმარებებზე, რომლებიც სახელმწიფოებმა საკუთარი მოქალაქეების დასახმარებლად გამოჰყეს

დიდი ბრიტანეთი იმ მოქალაქეების, ვინც სამსახური დაკარგეს ან დროებით ვერ მუშაობენ, თვეში 2500 გირვანქა სტერლინგს უხდის. რაც შეეხება დახურულ ბიზნესებს, ისინი თვეში 3000 გირვანქა სტერლინგს იღებენ. 

დანია - კერძო კომპანიების თანამშრომლებს, 75%-დან 90%-მდე ხელფასს უნაზღაურებს, თუ ისინი დასაქმებულებს არ გაათავისუფლებენ. დახმარება თვეში 3 300 დოლარამდეა. 

ნიდერლანდების მთავრობა, კომპენსაციის სახით კომპანიებს თანამშრომლებს ხელფასების 90%-ს უნარჩუნებს, იმ შემთხვევაში თუ მფლობელები თანამშრომლებს არ შეამცირებენ. 

გერმანიაში თვითდასაქმებულებს შეუძლიათ 5 000 დოლარზე მეტი გრანტი მიიღონ. 

რაც შეეხება ამერიკას, შეერთებულ შტატებში ყველა, 16 წელს ზევით პირი, რომლის წლიური შემოსავალი 130 000 დოლარზე ნაკლებია, თვეში 2 ათასს დოლარს იღებს. პროგრამა მინიმუმ 6 თვე გრძელდება. 

საფრანგეთი - თვითდასაქმებულებს ხელისუფლება 1600-მდე დოლარს უხდის. 50 მილიარდ დოლარს ხარჯავს ჯამში, რომ ბიზნესმა დასაქმებულები შეინარჩუნოს.

იაპონია - ყველა მოქალაქეს ხელისუფლება 930 დოლარს უხდის თვეში. საუბარია 120 მილიონ მოქალაქეზე. 

აზერბაიჯანში სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 215 მილიონი მანეთია გამოყოფილი, რაც 420 მილიონზე მეტია. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის 195 მილიონი მანეთია გამოყოფილი. ნაგულისხმებია 300 ათასზე მეტი ადამიანი. კრედიტებისთვის გამოყოფილია ასევე 700 მილიონი მანეთი. ცალკე თანხებია გათვალისწინებული სოციალურად დაუცველებისთვის და უმუშევრებისთვის

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, თვითდასაქმებული მოქალაქეების სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. მისივე თქმით, გარდა სოციალური დახმარებისა, თვითდასაქმებულებს მთავრობა საბანკო სესხების გადავადებაში დაეხმარება. პრემიერის თქმით, 1200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს.

აღსანიშნავია, რომ ყველა თვითდასაქმებული დახმარებას ვერ მიიღებს. მაგალითად საუბარია, მათზე ვისაც საქმიანობა შეუჩერდათ, მათ რიგებში კი, მაგალითად გარემოვაჭრეები არ შედიან. 


close დახურვა