წმინდა პეტრეს მოედანი, სადაც კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ქადაგების მოსასმენად ყოველწლიურად 100 ათასამდე მორწმუნე იკრიბებოდა, დღეს მთლიანად ცარიელი იყო. პაპმა ფრანცისკემ სიტყვა მოედნის ნაცვლად დახურულ კარს მიღმა, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წარმოთქვა.
მან სააღდგომო მიმართვა კორონავირუსის პანდემიის თემას მიუძღვნა და მსოფლიოს ვირუსის წინაშე გაერთიანებისკენ მოუწოდა.
პაპი ფრანცისკე კიდევ ერთხელ გამოვიდა გლობალური ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ ამოქმედების ინიციატივითაც. მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეამსუბუქონ საერთაშორისო სანქციები და იარაღის წარმოება შეწყვიტონ.