კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, უორენ ბაფეტმა 50 მილიარდი დოლარი დაკარგა. ინვესტორმა აქციების გაყიდვა გადაწყვიტა და ყველა წილი გაასხვისა, რომელიც ოთხ უმსხვილეს ავიაკომპანიაში ჰქონდა.
უორენ ბაფეტის განცხადებით, ვირუსმა მთელი სამყარო შეცვალა. გავლენიანი ამერიკელი ინვესტორი მსოფლიოში რიგით მეოთხე უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება 73.5 მილიარდი დოლარია.