logo
ENG



პანდემიის დროს გაფლანგული ბიუჯეტი

03 მარ 202120:17
3 წუთის საკითხავი
clock 334

ქამრების შემოჭერის ნაცვლად, ეკონომიკური კრიზისის დროსაც ჩინოვნიკებს ფლანგვა არ შეუჩერებიათ. როცა მთელი მსოფლიო ახლი დღის წესრიგით ცხოვრობს, არაფერი შეცვლილა ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ასობით ათასი ლარი ჩაკეტილი საზღვრების პირობებში იხარჯება მივლინებებში და საჩუქრებისთვის. ბიუჯეტი, რომელიც მძიმე სოციალური პრობლემების მოგვარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ისევ ბიუროკრატიას ემსახურება.

2020 წლის ქუთაისის ბიუჯეტი 1 122 ათას 316 ლარი განისაზღვრა. ოფიციალური ვიზიტით ჩასული სტუმრების გამასპინძლებისთვის, მათი დასაჩუქრებისთვის და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ქუთაისის საკრებულომ და მერიამ თითქმის ასი ათასი ლარი გამოყო. ეს თანხა ერთ დღეში რესტორან „საწნახელში“ ნათია თურნავას და სხვა მინისტრების კვებაში დაიხარჯა.

ამავე ხარჯებში შედის ქუთაის-გაენათის ეპარქიისათვის შობის დღესასწაულის მისალოცად დამზადებული 32 ცალი სასაჩუქრე კალათა. კრიტიკის მიუხედავად ადგილობრივ ხელისუფლებას ამ მიმართულებით 2021 წელსაც 260 ათასი ლარი აქვს გაწერილი.


close დახურვა