ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ წელს დაგეგმილი ამერიკის ღია პირველობა აუცილებლად გაიმართება. ერთერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი, გულშემატკივრების დასწრების გარეშე ჩაივლის.
როგორც ჟურნალისტი დენუ მუჩე აცხადებს, ჩოგბურთელების უმრავლესობა დიდი სლემის ტურნირის შეზღუდვების ფონზე ჩატარების წინააღმდეგია. სპორტსმენების 70 პროცენტი პროტესტის ნიშნად გათამაშებას ბოიკოტს უცხადებს. უკმაყოფილი ჩოგბრურთელების სიაში, წამყვანი სპორტსმენები, ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალიც არიან. ფორბსის ინფრომაციით, ტურნირზე გულშემატკივრების მსგავსად, ჟურნალისტებიც არ დაიშვებიან. შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობის დაწყების სავარაუდო თარიღი - 31 აგვისტოა.