logo
ENG



პანდემიის მიუხედავად მაიკ პომპეო ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

13 მაი 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიისა და შეზღუდვების მიუხედავად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იერუსალიმში ჩავიდა. მაიკ პომპეო ისრაელის პრემიერ-მინისტრს უკვე შეხვდა, მოგვაინებით კი მოლაპარაკებებს ბენიანიმ ნეთანიაგუს კოალიციურ პარტნიორთან ბენი განცთანაც გამართავს.

განხილვის მთავარი თემები კორონავირუსი პანდემია და რეგიონული გამოწვევებია. მაიკ პომპეოს ერთ დღიანი ვიზიტის გამო  ისრაელში ახალი მინისტრთა კაბინეტის ფიცის დადების ცერემონია გადაიდო.

პარალელურად ისრაელის პოლიციამ კარანტინის ზომების დარღვევისთვის 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ისინი უძველესი რელიგიური ფესტივალის აღსანიშნავად სალოცავთან იყვნენ შეკრებილი. 


close დახურვა