არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, სხვადასხვა ქალაქმა ქვეყანაში პანდემიის დაწყების შემდეგ ატრაქციონების შესაძენად 2 208 383 ლარი დახარჯა, აქედან, ყველაზე დიდი რესურსი გორის მუნიციპალიტეტმა დახარჯა, რომელმაც ატრაქციონების შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი გადაიხადა.
აღსანიშავია ისიც, რომ თბილისის მერიამ ატრაქციონებისთვის დახარჯული 647 195 ლარიდან, 337 995 ლარი კომპანია "გრინესრვისი +"- ს გადაუხადა, რომლის დამფუძნებლებიც 2013 წელს ფულის გათეთრების ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.
კომპანიის დამფუძნებლები ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი მოადგილე კობა ხარშილაძე არიან. 2013 წელს ორივე მათგანი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, კომპანიას დღემდე 43 256 287 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.
ატრაქციონების შესაძენად გამოყოფილი ხარჯები კი ქალაქების მიხედვით ასე გამოიყურება: