logo
ENG



პანდემიის ფონზე ვლადიმერ პუტინის რეიტინგი მკვეთრად ეცემა

20 მაი 202017:53
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 300 ათასს გადააჭარბა და შეერთებული შტატების შემდეგ ინფექციის დადასტურებული ფაქტების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 8700-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 308 ათას 705 ამდე გაიზარდა. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 2972-ია. პანდემიის ფონზე ვლადიმერ პუტინის რეიტინგი მკვეთრად ეცემა."ლევადა - ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი ბოლო ერთ თვეში 63-იდან 59 პროცენტამდე შემცირდა, რაც მისი მმართველობის განმმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. 


close დახურვა