პანკისში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა ჰესის მშენებლობის საკითხს უკავშირდება. სოფელ საკობიანოში მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ინციდენტის ერთი მონაწილე ცოტა ხნის წინ გაწერეს. მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.