პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში გვიან ღამით სროლა იყო. ცეცხლი მურად ქავთარაშვილის სახლს გაუხსნეს. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში ქავთარაშვილი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვაზე 3 პირი გადაიყვანეს, მათ შორის ერთ-ერთია ასლან მუთოშვილი, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მოკლული 37 წლის ვისო მუთოშვილის ძმაა. ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი არიან დაკავებულები.