პანკისში მოკლული ვისი მუთოშვილის ნათესავების ინფორმაციით, დაპირისპირებას პოლიციელები შეესწრნენ. მოკლულის ახლობელი აცხადებს, რომ მუთოშვილს იმ მომენტში ესროლეს, როდესაც პოლიციელები აშველებდნენ. მუთოშვილის ნათესავის თქმით, პოლიციელები მომხდარის თვითმხილველები არიან და მათ გვარებს შორის დაპირისპირების შესახებ თავიდანვე იცოდნენ.
ვისი მუთოშვილი ღამე ექსპერტიზაზე გურჯაანში გადაასვენეს. სამი დაჭრილი კი ახმეტისა და თელავის საავადმყოფოებში რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ჰესის მშენებლობის თემის გამო დაიწყო.