logo
ENG



პანორამა თბილისი - როგორ წაშალა დედაქალაქის ისტორია ივანიშვილის პროექტმა

09 ივნ 202020:33
3 წუთის საკითხავი
 

„პანორამა თბილისის“ ცათამბჯენებით თბილისის ისტორიული იერსახის დამახინჯებას ხელი ვერც კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა და ვერც გაცემულმა პირობამ. შენობები იმაზე მაღალია, ვიდრე ამას საზოგადოებას დაპირდნენ.

ბეტონის მონსტრი - პანორამა თბილისის ნაწილია. ბიძინა ივანიშვილის გემოვნებით და სურვილით დაპროექტებული კომპლექსის მშენებლობას საზოგადოების აღშფოთება თავიდანვე მოჰყვა, თუმცა მაშინ „ოცნების“ ლიდერის გუნდი  ირწმუნებოდა რომ პანორამა თბილისი სახალხო პროექტია და ძველი თბილისის იერსახეს არ დაამახინჯებდა. დღეს კი  ჯერ კიდევ დაუსრულებელი შენობა ძველი თბილისის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს.

ნატა ფერაძე ერთ-ერთია, ვინც მაშინ პანორამა თბილისის წინააღმდეგ ცირა ელისაშვილთან ერთად სამოქალაქო პროტესტი წამოიწყო. იხსენებენ ყველა შეხვედრას და განცხადებას რომელსაც „ოცნების“ გუნდი, ასევე თბილისის მერია, ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი -   სიტყვა სიტყვით იმეორებდა და პირობას დებდა, რომ თბილისის ისტორიას და უნიკალურ ლანდშაფტს არ გაანადგურებდნენ. იგივე დაპირებებს გასცემდა თბილისის საკრებულოც. ირაკლი აბესაძე რომელიც მაშინ საკრებულოში მუშაობდა ამბობს, რომ პანორამა თბილისის პროექტით ისტორიული გეგმარება მორღვეულია.

პანორამა თბილისი მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. შენება ისტორიის რღვევის ხარჯზე მიმდინარეობს და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.


close დახურვა