logo
ENG



პაპი უკრაინელებს: უშიშრად იყავით, ჩვენ თქვენთან ვართ

17 აპრ 202212:10
3 წუთის საკითხავი
 
Guglielmo Mangiapane / REUTERS

სააღდგომო ღამისთევისას რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ომი კიდევ ერთხელ დაგმო და უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

„ჩვენ ყველა ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენთან ერთად. ჩვენ ვლოცულობთ, რადგან თქვენ ბევრი ტანჯვა გამოიარეთ. ჩვენ მხოლოდ მხარდაჭერის, ლოცვის შემოთავაზება შეგვიძლია და თქმა: „უშიშრად იყავით, ჩვენ თქვენთან ვართ“ - განაცხადა ფრანცისკემ.

პაპმა ქადაგების დასასრულს ტრადიციული სააღდგომო მისალმება „ქრისტე აღსდგა!“ უკრაინულად წარმოთქვა.

მსახურებას ესწრებოდა უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი, ვინც რუსულმა ძალებმა მარტში გაიტაცეს და უკრაინამ ტყვეების გაცვლისას გამოიხსნა.


close დახურვა