logo
ENG



პაპი ფრანცისკე აგვისტოში შესაძლოა კიევში ჩავიდეს

09 ივლ 202214:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/09/rsyxn0h47prd73p.jpg

პაპი ფრანცისკე აგვისტოში შესაძლოა კიევში ჩავიდეს. 

ამის შესახებ ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანმა, პოლ რიჩარდმა განაცხადა. 

პაპი უკრაინაში პოლიტიკოსებმა და რელიგიურმა პირებმა მიიწვიეს. 

ასევე, არ არის გამორიცხული, პაპი ფრანცისკე მოსკოვშიც ჩავიდეს. მანამდე პონტიფიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის პატრიარქ კირილს სექტემბერში ყაზახეთში შეხვდებოდა. 

პაპი უკრაინაში რუსეთის შეჭრას რამდენჯერმე გამოეხმაურა, ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხის გმირობას და აღნიშნა, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია.


close დახურვა