logo
ENG



პაპუაშვილი: ენმ-ს არმონაწილეობა ვიზიტში, გარკვეულ ეჭვებს ბადებს

15 აპრ 202215:39
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ვიზიტში ნაციონალური მოძრაობის არმონაწილეობა "გარკვეულ ეჭვებს ბადებს". ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში განუცხადა. 

"მე კონკრეტულს ვერაფერს ვერ გეტყვით, ზოგადად გვესმის, მათ შორის საჯარო განცხადებებით, როგორი განწყობა აქვს ნაციონალურ მოძრაობას ამ ვიზიტის მიმართ. მათ ავი გაიმიჯნეს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციისგან. იცით, რომ ისინი ცდილობდნენ, რომ საერთოდ ჩაეშალათ ვიზიტში ოპოზიციის მონაწილეობა, ულტიმატუმების წაყენებით ან ყველა ან არავინ. როდესაც შევთავაზეთ, რომ ყველა წამოსულიყო, მაშინ გადათქვეს და თქვეს, რომ არ იქნებიან ამ დელეგაციაში. ამიტომ ეს მათი არმონაწილეობას, გარკვეულ ეჭვებს იწვევ", - ამბობს პაპუაშვილი. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობის წევრები საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იმიტომ არ არიან, რომ "გარკვეულ პროვოკაციებს" გეგმავენ.

ვოლსკი ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია ქართულ სპეცსამსახურებს "სარწმუნო წყარომ" მიაწოდა.

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს მიემგზავრება. 

დელეგაციის შემადგენლობაში, რომლის ხელმძღვანელობასაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაუწევს, ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ. დელეგაციაში იქნებიან: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დელეგაციაში ყოფნაზე უარი თქვა ნაციონალურმა მოძრაობამ. 


close დახურვა