logo
ENG



პაპუაშვილი: თუ ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპაც

30 მაი 202400:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/30/9b4fpd5a190ppdv.jpg

თუ ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც დაგვჩაგრავს და ჩვენ ვნახეთ ეს სამწუხარო საქციელი ბალტიის ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრების და ზოგიერთი პოლიტიკოსების, მანამდე ჩამოსულები რომ იყვნენ პარლამენტის წევრები, რაც იყო აბსოლუტურად გაუგონარი ფაქტი, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე მიდიხარ საგარეო საქმეთა მინისტრი. 

[...] ეს, რა თქმა უნდა, დაღს დაასვამს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რაც გვქონდა ხოლმე ბალტიის ქვეყნებთან, როდესაც ამას კადრულობს ხელისუფლების წარმომადგენელი და ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდის, ეს იყო პირდაპირი შეურაცხყოფა და დაცინვა ქართველი ხალხისა, რომლის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ მიტინგზეც ცეცხლოვანი გამოსვლებით გამოდიოდნენ ეს პოლიტიკოსები.

 

close დახურვა