იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ კონსტიტუცია დაირღვა და ვიცით რა, რომ პარლამენტში არაა საკმარისი უმრავლესობა, რომ იმპიჩმენტი განხორციელდეს, საინტერესოა, ეს სამართლებრივ განაჩენს, რომელსაც სასამართლო დაადგენს, ამას როგორ მოეპყრობა თავად პრეზიდენტი. ჩემი აზრით, და ეს არაერთხელ ვთქვი, ამ პროცესში ჩემთვის გადამწყვეტია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა და არა ის, პარლამენტი საბოლოოდ ჯამში პოლიტიკურად მოახერხებს თუ არა იმპიჩმენტის განხორციელებას. თუკი სასამართლო იტყვის, რომ ეს იყოს კონსტიტუციის დარღვევა, აღმოჩნდება, რომ პრეზიდენტი განზრახ და უხეშად არღვევდა კონსტიტუციას.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ რას იტყვის პრეზიდენტი, რომ კვლავ გააგრძელებს ამ ვიზიტებს? მთავარი საკითხავია, აღიარებს თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, თუ კი ასეთი იქნება. ჩემი რჩევა მანამდეც იყო, რომ მას ეღიარებინა აქამდეც, რომ ეს იყო დარღვევა და ეთქვა, რომ აღარ დაარღვევდა. მით უმეტეს, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ მან დაარღვია, ეს იქნება ჩემი რჩევა, რომ აღიაროს გადაწყვეტილება და საჯაროდ განაცხადოს, რომ აღარ დაარღვევს ამ წესს.