logo
ENG



პაპუაშვილი: მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები

24 თებ 202211:11
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები

6-საათიანი დუმილის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის შეჭრას საქართველოს ხელისუფლებიდან მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. საქართველოს პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

პაპუაშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და საეთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გადადგან ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები.

"სამწუხაროდ, უკრაინაში ომის აცილება ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგან ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები იმისათვის, რომ რუსეთს სრულმასშტაბიანი ესკალაციის საშუალება არ მიეცეს და საერთაშორისო ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით ამ რთულ დროს", - წერს პაპუაშვილი twitter-ზე. 


close დახურვა