logo
ENG



პაპუაშვილი: ოპოზიცია აგრესიული ხდება, ცოცხლად წვავდნენ პოლიციელს, ამის ჰეროიზება ხდება

24 მაი 202301:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/24/qa8o28k58wonr93.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ 10 წელია ქართული ოცნება პოლარიზაციის შემცირებას, ოპოზიცია კი პირიქით, პროცესების რადიკალიზაციას ცდილობს და "უფრო და უფრო აგრესიული ხდება".

პაპუაშვილმა მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "პირდაპირ ეთერში უყურებდნენ ექსტრემიზმის წახალისებას, როდესაც ცოცხლად წვავდნენ პოლიციელს, დღეს კი ამ აქტის ჰეროიზება ხდება".

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოპოზიციას და "რადიკალურ ჯგუფებს - დროას, გირჩს, სირცხვილიას, უცხოური დაფინანსების წყარო აქვთ, რომელსაც მიუხედავად ოცნების მოთხოვნისა, არ ასაჯაროვებენ".

"რეალურად, 10-წლიანი პოლიტიკა შეგვიძლია ასე აღვწეროთ, რომ ოპოზიცია, რომელიც მუდმივად ცდილობდა პოლარიზაციას, პროცესების რადიკალიზაციას პროცესების და ხელისუფლება, რომელიც ბოლო 10 წელია ზუსტად ამ მცდელობაშია, რომ რადიკალიზაცია დააშოშმინოს, პოლარიზაცია როგორმე შეამციროს. ეს არის მუდმივი პროცესი. ერთადერთი, რაც იცვლება, არის ის, რომ უფრო და უფრო აგრესიული ხდება ოპოზიცია. ვხედავთ, მათ შორის უცხოური დაფინანსებით, სხვადასხვა ყალბი სქემების გამოყენებით, NGO-ები, ყალბი NGO-ებით ხდება პირდაპირი ფულის ჩასხმა ამ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებში, ხდება სემინარებზე იარაღის ტრიალი და ახალგაზრდების შეგუება იარაღთან...

ვხედავთ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს ადამიანს, პოლიციელს, რომელსაც ცოცხლად წვავდნენ პოლიციელს და დღეს დგანან და ჰეროიზება ხდება ამ აქტის, რომ "მე ვესროლე". ჩვენ ვდგავართ და ვუყურებთ, რომ პირდაპირ ეთერში როგორ ხდება ექსტრემისტების წახალისება საქართველოში, მათ შორის უცხოური დაფინანსების, რომელსაც არავინ ასაჯაროებს. ჩვენ მოვითხოვეთ რამდენჯერმე ამ ფინანსების გასაჯაროება, მაგრამ უარს ამბობენ, რომ გაასაჯაროონ. რა თანხებია, რატომ მიედინება, რატომ მაინც და მაინც ამ რადიკალურ ჯგუფებში მიედინება და ვხედავთ, რომ სამწუხაროდ გირჩი, დროა, სირცხვილია, ეს ყველა რადიკალური ფრთა ნაციონალური მოძრაობის პირდაპირ ფინანსდება უცხოური წყაროებიდან", - განაცხადა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.


close დახურვა