თუ არ ვცდები, მეუფე გიორგის განცხადება იყო, სრულად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას, რომ ჩარევა არ უნდა მოხდეს. სრულად წმინდა სინოდის კომპეტენციაა პატრიარქის არჩევა, შესაბამისად, ჩვენი განწყობაც, სურვილიც და მოწოდებაც სწორედ ეს არის, რომ არავინ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. ჩვენ ვაკვირდებით, რომ არიან რიგი პარტიები, მათ შორის, თქვენი ტელევიზიიდან ვხედავთ ჩვენ მართლაც კამპანიას, რომელიც მიმართული არის კონკრეტული მეუფეების წინააღმდეგ და არა მხოლოდ, მიმართულია გარდაცვლილი პატრიარქის წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა არის მიუღებელი, ამიტომ ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ჩვენი განცხადებები გვაქვს ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გავუფრთხილდეთ სინოდის კომპეტენციას, უფლებამოსილების, რომ აირჩიოს პატრიარქი, შესაბამისად, ჩვენც ამ სულისკვეთებით ვმოქმედებთ. ყველა ხვდებით, თუ რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე დგანან დღეს, წმინდა სინოდის წევრები. 1977 წლიდან პირველი შემთხვევა, როდესაც სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და სრულად მესმის, რომ ყველა სიფრთხილის ზომა, ყველა მსგავსი მოწოდება, რომ მეუფეებს ჰქონდეთ სრული შესაძლებლობა. სრულად ვიზიარებ მეუფეების პოზიციას, რომ არავინ უნდა ჩაერიოს.
