logo
ENG



პაპუაშვილი გაეროს რეზოლუციაზე: ჩინეთის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია

05 ივნ 202414:24
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი გაეროს რეზოლუციაზე: ჩინეთის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ გაეროს რეზოლუციაზე ჩინეთის თავშეკავება "მხარდაჭერის ტოლფასია". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან პარლამენტში განაცხადა.

"რამდენიმე ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა აფიქსირებს თავშეკავების პოზიციას ხოლმე და ესეც განპირობებულია იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორც მათ, ისევე საქართველოს აქვს ხოლმე, ცალკეულ გადაწყვეტილებებთან ერთად, საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე სპეციფიკური მიდგომები და გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში, თავის შეკავება მხარდაჭერის ტოლფასია", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო, სახელწოდებით: "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

ქვეყნები, რომლებმაც რეზოლუციას ხმა არ მისცეს: ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი, სირია, ზიმბაბვე.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრას არ დაესწრო ჩინეთი, შესაბამისად, ჩინეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

რეზოლუციას პირველად დაუჭირა მხარი სომხეთმა. 


close დახურვა