პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამო სტიქიის ზონაში არ იმყოფება. ამის შესახებ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს.
პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად მინისტრის აყოფნისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად მობილიზებულია.
"ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი, აქედან გამომდინარე, ის ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა, ყველაფერში, რა თქმა უნდა, ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ხომ ხედავთ, მაშველები როგორ მუშაობენ, როგორ არის ტექნიკა და ა.შ, უწყება არის სრულად მობილიზებული, ამიტომ თხოვნაა, რომ უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით ნაკლებად იყოს", - თქვა მან.