logo
ENG



პაპუაშვილი დეგნანის კომენტარზე: FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს

30 ივნ 202215:34
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი დეგნანის კომენტარზე: FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს

აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებაზე საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ FSB-ის სახელმძღვანელოები წაკითხული არ აქვს.

"არც კომენტარი გამიკეთებია და ვერც ამ კომენტარის კომენტარს გავაკეთებ. FSB-ის სახელმძღვანელოები მე წაკითხული არ მაქვს, არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი", - თქვა პაპუაშვილმა.

კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ ნარატივი თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩაბმა სურს, FSB-ს სახელმძღვანელოებიდან მოდის.

"ეს რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს, აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ომი, რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს", - თქვა მან.


close დახურვა