logo
ENG



პაპუაშვილი კარტოზიაზე: სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის პეტერ ფიშერის ფაქტორი

03 ივნ 202613:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/03/f1mn1yr01lvlylr.png

სანამ ფიშერი არის, არც რწმუნებათა სიგელის გადაცემა მოხდება და არც ვებგვერდი ჩასწორდება, ეს არის მთლიანად პეტერ ფიშერის ფაქტორი, რომელსაც აქვს პირადი ზიზღი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, - განაცხადა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა გერმანული მხარის მიერ საქართველოს ელჩის გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნის შეფერხებას.

„ჩემი აზრით ფიშერს პირობა აქვს წაყენებული, რომ სანამ ის აქ არის და საქართველოს არ დატოვებს, არანაირი ცვლილება არ იყოს. რომ წავა საქართველოდან მერე ვნახოთ, შემთხვევით ვებგვერდი უცებ ხომ არ შესწორდება.

დეზინფორმაციაზე საუბრობს ფიშერი, როცა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი ავრცელებს პირდაპირ დეზინფორმაცია. სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის პეტერ ფიშერის ფაქტორი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


close დახურვა