logo
ENG



პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

18 მაი 202610:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/18/61qtovqx9wevn8f.png

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

"დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.

ეს ბოლო 20 წელიწადში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში",- ნათქვამია ინფორმაციაში.

სახელისუფლებო მედიის ცნობით, პაპუაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩინეთში ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარემ მიიწვია.

 


close დახურვა