logo
ENG



პაპუაშვილი სახდეპზე: ჩვენი მიდგომები ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით რეალიზდა

03 ივნ 202612:55
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/03/vzyxpx0woz7hgor.png

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებამ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამერიკულმა დელეგაციამ თავის განცხადებაში ორ ქვეყანას შორის საერთო ფასეულობებსა და საერთო ინტერესებს გაუსვა ხაზი, რაც ღირებულებით საკითხებზე შეჯერების წინაპირობაა.

„სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ მის განცხადებაში ორ საკითხს გაუსვა ხაზი, ეს არის დადასტურება საერთო ფასეულობებისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხანი და სწორედ ამ ვიზიტმაც, შეხვედრებმაც, ღირებულებით საკითხებზე შეჯერებამ და ამ განცხადებამაც დაადასტურა, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ და მეორე - საერთო ინტერესები, იქნება ეს ეკონომიკური ინტერესები თუ სხვა სახის და ერთმანეთის ინტერესების აღიარება, საერთო ინტერესების ძიება და ამ ინტერესებზე შეთანხმება.

სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, როდესაც ვამბობდით, რომ ვაცხადებდით ჩვენ მზაობას ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე და დელეგაციის ეს განცხადება სწორედ ამას ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომები, ჩვენი წარმოდგენა ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით ამ მხრივ რეალიზდა, მათ შორის, ამ განცხადებიდან გამომდინარე”, - განაცხადა პაპუაშვილმა.


close დახურვა