logo
ENG



პაპუაშვილის თქმით, აშშ-ში Black Lives Matter მოძრაობის აქციებიც ვერ დაიცვეს

16 ივლ 202119:52
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილის თქმით, აშშ-ში Black Lives Matter მოძრაობის აქციებიც ვერ დაიცვეს

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი 5 ივლისის მოვლენებზე პოლიციის მიმართ კრიტიკას პასუხობს, რომ აშშ-ში მოძრაობა Black Lives Matter-ის ("შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია") აქციებიც ვერ დაიცვეს. მისი თქმით, იქაც გაუჭირდათ მასობრივი არეულობის მართვა. ამაზე მან პალიტრანიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:

"რატომ გაუჭირდა აშშ-ს ე.წ. Black Lives Matter მოძრაობა რომ იყო. ვიცით, რომ ანგრევდნენ ძეგლებს, მაღაზიებში იჭრებოდნენ, ხალხი დაზიანდა. თვეები გრძელდებოდა ეს. ყვითელი ჟილეტების პროტესტიც გვახსოვს, თვეები გრძელდებოდა. რატომ უჭირთ? მასობრივი არეულობის პრინციპია, რომ გაფანტულია, დიდი რაოდენობით ადამიანია და რთულია ამის ლოკალიზება". 

5 ივლისს ღირსების მარში იყო დაგეგმილი, თუმცა რუსთაველის გამზირი დილიდან დაიკავეს მოძალადე ჰომოფობებმა, რის გამოც თბილისი პრაიდმა მარში გააუქმა.

საპატრიარქოსა და მოძალადე ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე. სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

 

close დახურვა