logo
ENG



პაპუაშვილის თქმით, ჰაკერული შეტევაა ოცნების ვებგვერდზე, სადაც პარალელური დათვლა მიმდინარეობს

03 ოქტ 202102:59
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჰაკერული შეტევა ხორციელდება ვებგვერდზე, სადაც პარალელური დათვლა მიმდინარეობს.

"პირდაპირ არის ჰაკერული შეტევა ვებგვერდზე, რათა მოხდეს ამ სერვერის გატეხვა. ნახევარ მილიონზე მეტი მოთხოვნა არის გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყნიდან, ბრაზილია, ტაივანი და სხვა. არ მგონია, მათ საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები აინტერესებდეთ. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ არის კოორდინირებული მოქმედება როგორც უბნებსა და ოლქებში ისე ვირტუალურ სივრცეში", - თქვა პაპუაშვილმა.

დეპუტატი შსს-ს მიმართვას, რათა საკითხით დაინტერესდნენ. 

ქართული ოცნების პარალელური დათვლის მიხედვით, პირველადი მონაცემებით მმართველმა პარტიამ ქვეყნის მასშტაბით 49,39% აიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ - 30,42%. 

 


close დახურვა