რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ევროსაბჭოში ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა და ერთი კვირის შემდეგ დოკუმენტს სხვა მუხლის გამო აპროტესტებს. შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს წერილს უგზავნის. ის ორგანიზაციის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს, მხოლოდ იმიტომ რომ რეზოლუციის დამატებაში მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრად ჩაიწერა. უკრაინასთან და ევროპულ სტრუქტურებთან კონფრონტაცია ოცნებამ ჩვეულ მოვლენად აქცია. რა შეუძლია ოცნებას, წერილების მიღმა პირისპირ, სულ მალე შალვა პაპუაშვილს უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში უწევს.
პაპუაშვილის წერილი ევროსაბჭოს პრეზიდენტს
24 ოქტ 202220:28
3 წუთის საკითხავი