ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების პირველი ფინალისტი „პარი სენ-ჟერმენი“ გახდა, რომელმაც „ლაიფციგი“ 3:0 დაამარცხა.
ნახევარფინალში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პარიზელთა ნახევარმცველი ანხელ დი მარია დასახელდა, რომელსაც ნახევარფინალში დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. არგენტინელმა სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა: დი მარიამ მე-13 და 56-ე წუთებზე, მარკინიოსსა და ხუან ბერნატს გაატანინა. ამ გოლებს შორის კი, 42 წუთზე თავად გაიტანა ნეიმარის შედეგიანი გადაცემით.
პსჟ ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში დღეს 23:00 საათზე ბაიერნი ლიონს დაუპირისპირდება.
პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა
19 აგვ 202011:49
3 წუთის საკითხავი