logo
ENG



პარიზიდან ჩამოსული პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული

01 მარ 202012:08
3 წუთის საკითხავი
 
vgfavn9pkf2b0f5.jpg

პარიზის რეისიდან გადმოყვანილი ერთი მგზავრი ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა. მედიკოსების  გადაწყვეტილებით, პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

„მომართვიანობა გრძელდება ჩვეულებრივ. ჩვენთან თავსდებიან საზღვარგარეთიდან ჩამოსული ან მათთან კონტაქტში მყოფი პირები. ამ დრომდე არცერთ მათგანს არ უდასტურდება კორონავირუსი", - აცხადებენ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საავადმყოფოში ბოლო დღეებში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხუთი პაციენტია განთავსებული, მათგან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. ექიმების ვარაუდით, პაციენტების სიმპტომებიდან გამომდინარე, ვირუსი არც ამ მოქალაქეებს დაუდგინდებათ.


close დახურვა