logo
ENG



პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე დიორის სახლმა ახალი კოლექცია წარადგინა

21 იან 202013:59
3 წუთის საკითხავი
 
csci08l0u4zvwro.jpg

პარიზში მიმდინარე მაღალი მოდის კვირეულზე დიორის სახლმა ახალი კოლექცია წარადგინა. დიზაინერი მარია გრაცია კიური შეეცადა მაყურებლისთვის დარბაზში ძველ-ბერძნული ატმოსფერო შეექმნა.

დიორის მთავარმა მოდელიორმა საღამოს კაბებისთვის შესაბამისი სტილი შეარჩია და მოდელები გრძელ გაშვებულ თხელ კაბებში გამოაწყო.

ჩვენებას ცნობილი ვარსკვლავები უმა თურმანი და სიგურნი ვი-ვერი ესწრებოდნენ. მაღალი მოდის კვირეული წელიწადში ორჯერ ტარდება და ძირითადად დიზაინერთა ექსკლუზიურ კოსტიუმებს ეთმობა. 


close დახურვა