logo
ENG



პარიზის მოდის კვირეულის პირველი ჩვენება კრისტიან დიორის მოდის სახლმა გამართა

26 თებ 202012:33
3 წუთის საკითხავი
 

პარიზის მოდის კვირეულის პირველი ჩვენება კრისტიან დიორის მოდის სახლმა გამართა. ახალ კოლექციაზე მუშაობის დროს დიზაინერ მარია გრაცია კიურის შთაგონების წყარო 1970-იანი წლების სტილი და თინეიჯერობის პერიოდში იტალიასთან დაკავშირებული მოგონებები გახდა.

კოსტუმებში დომინირებდა ფოჩიანი კაბები, ზედები და კუბოკრული ქსოვილები, მთავარ აქსესუარებად კი დიზაინერმა თავსაბურავები და გვერდზე გადასაკიდი ჩანთები გამოიყენა.

ჩვენებას შოუ-ბიზნესის ცნობილი ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ, მათ შორის დემი მური და კარლა ბრუნი.


close დახურვა