logo
ENG



პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახლდა

27 აპრ 202017:15
3 წუთის საკითხავი
 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახლდა. კორონავირუსის პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების გამო სამუშაოები ადგილზე მარტის შუა რიცხვებიდან შეაჩერეს. დღეს კი სპეციალისტებმა კონსტრუქციის ხელახლა მოწყობა დაიწყეს, რომ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ტერიტორია უსაფრთხოდ აქციონ.

მუშებისთვის ახლიდან აწყობენ გასახდელ ოთახებსა და საშხაპეებს, ადგილზევე უზრუნველყოფენ მათ საკვებითაც. იმისთვის, რომ მუშებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ ისარგებლონ, ღამეს ისინი ახლოსმდებარე დახურულ სასტუმროებში გაათევენ. გეგმის თანახმად, მასშტაბური ხანძრის შედეგად დაზიანებული ნოტრდამის აღდგენა 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს. 


close დახურვა