პარიზში მიმდინარე „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე სამართალდამცველებმა 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ BFMTV იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, აქციები ქვეყნის მასშტაბით დღეს დილიდან დაიწყო. „ყვითელი ჟილეტები“ საპროტესტო გამოსვლების წლისთავს აღნიშნავენ. მოგვიანებით მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოიყენა.
„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ საავტომობილო საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტა. მას შემდეგ ისინი აქციებს პერიოდულად აწყობენ.