პარიზის ცენტრში კიდევ ერთი გამოსვლა მოაწყვეს „ყვითელმა ჟილეტებმა“. მათ საპენსიო რეფორმების შეჩერება ფინანსთა სამინისტროს შენობასთან მოითხოვეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლმდენი აირი გამოიყენეს. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.
კვლავ გაფიცულია სატრანსპორტო სამსახურები. რეგიონული რკინიგზა დღეს მხოლოდ ორ რეისს შეასრულებს. გაუქმებულია საერთაშორისო რეისების დიდი ნაწილიც. პარიზის მეტროს 16 ხაზიდან 14 დახურულია.