პარიზში ეიფელის კოშკის გასახსნელად ემზადებიან. შენობაში დისტანციის დასაცავად აუცილებელ ნიშნებს და სადეზინფექციო საშუალებების კონტეინერებს ათავსებენ. ყველა სტუმარი ვალდებული იქნება ატაროს ნიღაბი. კორონავირუსის პანდემიის გამო ეიფელის კოშკი დაკეტილი 3 თვის განმავლობაში იყო.
გასახსნელად ემზადებიან ლუვრშიც. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი სტუმრებს 6 ივლისიდან მიიღებს.
ფრანკფურტის აეროპორტიდან ფრენები განაახლა ლუფთჰანზამ, თუმცა პანდემიისას მიყენებული ზარალის გამო კომპანია ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს.
გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის 580 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მასობრივ შეკრებებზე აკრძალვა ოქტომბრამდე გაახანგრძლივოს.