პარიზში მაღალი მოდის ვირტუალური კვირეულისთვის ემზადებიან. დიზაინერები საკუთარ კოლექციებს ამჯერად ონლაინ რეჟიმში უჩვენებენ.
კორონავირუსის პანდემიისას დაწესებული შეზღუდვების გამო მოდის სამყაროში ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მაყურებლის დასწრების გარეშე ჩაივლის. სპეციალურ ინტერნეტგვერდზე ჩვენებები 6 ივლისიდან დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. მოდის სამყაროში ვარაუდობენ, რომ მაყურებელი დეფილეებზე სექტემბრიდან შეძლებს დაბრუნებას.